"ოცნების" მცდელობას ჩვენი საზოგადოება დაასანქცირებს - ბადრი ჯაფარიძე რუსულ კანონზე
პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ოლიგარქის გუნდს საქართველოში რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან" საუბრის დროს პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟია.
ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სიტუაციას სწორად შეაფასებს და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. მისი თქმით, "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ქართველი საზოგადოება არ შეეგუება.
"ქართული ოცნება" ცდილობს მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც პირდაპირ არის გამიზნული ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ პროცესის შეჩერებასთან. "ქართული ოცნების" ეს მცდელობა ცალსახად იქნება ჩვენი საზოგადოების მიერ სანქცირებული, ჩვენი საზოგადოება გამოუტანს განაჩენს და გამოუტანა უკვე განაჩენი "ქართულ ოცნებას", როგორც ძალას, რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს და ემსახურება ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს, რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს. ჩვენი დასავლელი მეგობრები იქნება ჩვენს ხალხთან, მოქალაქეებთან ერთად და ცხადია, რომ მათი მხრიდან იქნება სრულიად ადეკვატური ნაბიჯები", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.