TI: სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის საქმეებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა
სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის განხილულ სულ ცოტა ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული საქმეებიდან სამზე სასამართლომ დარღვევების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო ორ საქმეზე სახელმწიფომ თავად აღიარა დარღვევა.
ამ საქმეების გამო საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულების სასარგებლოდ ჯამში 105 988 ევროს გადახდა მოუწია
ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან მურუსიძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს, რასაც ის, სასამართლო კლანის სხვა წევრებთან და ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად ეწინააღმდეგება", - წერს 'საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო".