დასავლელი პარტნიორები "ოცნებას" არ აპატიებენ ქართველი ხალხისთვის პერსპექტივის წართმევას - ჭიაბერაშვილი

11.04.24 12:39
დასავლელი პარტნიორები "ოცნებას" არ აპატიებენ ქართველი ხალხისთვის პერსპექტივის წართმევას - ჭიაბერაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიციირებას ეხმაურება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ივანიშვილის გუნდს ქართველი ხალხისთვის პერსპექტივის წართმევას არ აპატიებენ.

ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეებს უზღუდავს საშუალებას, რომ არ ეშინოდეს ხვალინდელი დღის, მაღაზიაში შესვლის, ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, კარგი ჯანდაცვა, კარგი განათლება, რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპატიებენ ქართველი ხალხისთვის ამ პერსპექტივის წართმევას.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები