არავითარი განცდა არ არსებობს, რომ რუსული კანონის დაინიცირების ფონზე, "ოცნება" 9 პუნქტს შეასრულებს - გიგიაძე

11.04.24 14:11
არავითარი განცდა არ არსებობს, რომ რუსული კანონის დაინიცირების ფონზე, "ოცნება" 9 პუნქტს შეასრულებს - გიგიაძე

როგორ ასრულებს ხელისუფლება ევროპულ დათქმებს - EPRC-ს უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე ამბობს, რომ 9 დათქმიდან მხოლოდ ორ ნაბიჯთან მიმართებით არის პროგრესი.

გიგიაძის თქმით, არავითარი განცდა არ არსებობს, რომ რუსული კანონის დაინიცირების ფონზე "ოცნება" ევროკავშირის 9 პუნქტს შეასრულებს.

9 ნაბიჯიდან შესრულებული არ არის არცერთი. მცირეოდენი პროგრესია ორ ნაბიჯთან მიმართებით, ხოლო დანარჩენი შვიდი არის დასაწყები, ანუ არაფერი არ არის გაკეთებული ამ მიმართულებით. არ არსებობს იმის განცდა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება თანმიმდევრობით შეასრულებს ამ ნაბიჯებს და განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონია ინიცირებული, ამ კანონით საქართველო ვერ მოახერხებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას და შესაძლებელია, ამაზე უარესიც მოხდეს და ის, რაც უკვე მიღწეული გვაქვს, ამაზეც გვეთქვას უარი. შესაბამისად, თუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ კანონით შევძლებთ თუ არა ევროპასთან ურთიერთობის გაგრძელებას, ეს არის ცალსახად უარყოფითი პასუხი", - ამბობს გიგიაძე.

"ივანიშვილის" პარტიას არა თუ საშინაო დავალებების შესრულებას, არამედ იმას ახსენებენ, რა მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მათი  წამოწყება - ევროკავშირის ელჩმა დღეს გადაჭრით თქვა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ქვეყანა ევროკომისიისგან პოზიტიურ გზავნილებს აღარ უნდა ელოდოს. დილიდან მესამე სექტორი სწორედ პაველ ჰერჩინსკის მონაწილეობით მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს ხელისუფლება ევროპულ დათქმებს. გაირკვა, რომ ნოებრიდან ამ დრომდე გაკეთებული ფაქტობრივად არაფერია.

მსგავსი სიახლეები