"ოცნება" რუსული კანონის მიღებას 17 მაისს გეგმავს
"ქართული ოცნება" რუსული კანონის მიღებას 17 მაისისთვის გეგმას - ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ სტუდენტებთან შეხვედრა დაასრულა.
რუსული კანონის განხილვას იურიდიული კომიტეტი ორშაბათიდან, 15 აპრილიდან დაიწყებს. თავდაპირველად, იგეგმებოდა, რომ კანონპროექტი 12 აპრილს განხილულიყო, თუმცა 1 აპრილს გამართული ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარლამენტი ინიციატივას 15 აპრილიდან განიხილავს.