ლაზარეს საქმეზე განაჩენს მოსამართლე ხვალ, 10:00 საათზე გამოაცხადებს

11.04.24 13:56
ლაზარეს საქმეზე განაჩენს მოსამართლე ხვალ, 10:00 საათზე გამოაცხადებს

"პირველების" ინფორმაციით, მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ხვალ 10:00 საათზე გამოაცხადებს.

8 აპრილს მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა და თქვა, რომ გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში იქნება გამოცხადებული.

სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა 21 წლის ლაზარემაც - "ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია - ერთმანეთს ცდებიან ჩვენებებში" - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, რომელსაც ბრალი სწორედ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე წაუყენეს.

ლაზარემ მისი დაკითხვის ეპიზოდიც გაიხსენა, როდესაც ადვოკატზე უარი უთხრეს და ჩვენება ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს. 

ადვოკატები გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი თქმით, საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება შურისძიების გეგმას ბოლომდე მიიყვანს. ამ შემთხვევაში კი ერთადერთი გამოსავალი შეწყალებაა.

წინასწარ ცნობილია ისიც, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნა შევა.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეუფარდეს. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე, 29 მარტს დააკავეს, გომელაურის უწყება და "ქართული ოცნების" ლიდერები ბოლო  ერთი წელიწადია, ამტკიცებენ, რომ ლაზარემ 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

ლაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან მალევე, ახალგაზრდა აქტივისტის წინააღმდეგ, სიძულვილის კამპანია დაიწყო,  ახალგაზრდას "ორიენტაციაარეული" უწოდეს. 

მსგავსი სიახლეები