მდინარაძე სპორტსმენებს: ბიჭებო, მიხედეთ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ

11.04.24 14:42
მდინარაძე სპორტსმენებს: ბიჭებო, მიხედეთ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ

 

 

ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლემნტში განაცხადა. 

მდინარაძემ პრემიერის ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ როგორც ხელოვანი ადამიანები, ისე ფეხბურთელები “შავი ფულისათვის ბრძოლის ბინძურ კამპანიაში” არ უნდა გარიონ.

ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი - მიმართა მან ჟურნალისტებს. 

"ოცნების" ლიდერმა ის ხელოვენები, რომლებიც რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან,  “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებად გამოაცხადა. 

ფეხბურთელებს ვთხოვ, პირადად ვთხოვ, მე ძალიან ახლოს ვიცნობ რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით - ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც მართლაც ჩემპიონები ხართ და არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. ახლა მათ დასდევენ, აბულინგებენ. ამ ხალხმა ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე და უნდა იყვნენ შემართებით, მთელი საქართველოს მხარდაჭერით - არ შეიძლება გაყოფა მათი. ვიღაც შეიძლება არ გვიჭედეს მხარს, ვიღაც გვიჭერდეს.

ლევან კობიაშვილი ჩვენი ოჯახის წევრი ყველანაირი გაგები, არ კადრულობს და არ ეუბნება არცერთ მათგანს - გამოდით და მხარი დაგვიჭირეთო. ეროვნული ნაკრებიდან ახლა ნახევარზე მეტი რომ გამოსულიყო მინიმუმ და რაღაც მხარდამჭერი პოსტები დაედოთ - გაგვიჭირდებოდა?! არ ვკადრულობთ, ხალხო"- თქვა მან.

მსგავსი სიახლეები