ივანიშვილმა სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ცესკოს თავმჯდომარე დატოვა თანამდებობაზე - ბოკუჩავა

11.04.24 14:57
ივანიშვილმა სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ცესკოს თავმჯდომარე დატოვა თანამდებობაზე - ბოკუჩავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პრეზიდენტის დემარშს ეხმაურება - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ცესკოს თავმჯდომარე ივანიშვილმა თანამდებობაზე დატოვა.

მისი თქმით, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კონსენსუსის არ არსებობის პირობებში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფორსირებულ პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.

ნაცვლად იმისა, რომ როგორც ევროკავშირის რეკომენდაციებშია მითითებული ცესკოს თავმჯდომარე შერჩეულიყო ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, რომ მას ჰქონდეს საზოგადოებრივი ნდობა, კვლავ სუს-ის და პარტიული დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ცესკო-ს თავმჯდომარე დატოვა ივანიშვილმა თანამდებობაზე და მე მესმის აბსოლუტურად, რომ ამ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის არ არსებობის პირობებში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ ხედავს ამ ფარსში მონაწილეობის აზრს და შესაბამისად, იძულებულია დატოვოს შესარჩევი კომისია.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები