მდინარაძე რუსული კანონის პუნქტზე: სიტყვა „მინიშნება“ შეიცვლება სიტყვა „ინფორმაციით“

11.04.24 15:10
მდინარაძე რუსული კანონის პუნქტზე: სიტყვა „მინიშნება“ შეიცვლება სიტყვა „ინფორმაციით“

„სიტყვა „მინიშნება“ შეიცვლება სიტყვა „ინფორმაციით“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და ამტკიცებს, რომ რუსულ კანონში ერთ-ერთ პუნქტის ცვლილებაზე გადაწყვეტილება სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. 

საუბარია, მონიტორინგის დაწყების საფუძველზე, მდინარაძის თქმით სიტყვა "მინიშნების" ნაცვლად კანონში დაწერენ "ინფორმაციას". 

  • "საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას". - წერია რუსული კანონის მე-8 მუხლში მონიტორინგის შესახებ. 

ამ ბავშვებმა, ამ ახალგაზრდებმა ორი ისეთი საკითხი დააყენეს, რომლის არ გაზიარებაც არ შეიძლება. ერთი შეეხება იმას, თუ კანონში რა ცვლილება უნდა შევიდეს, რომელიც უალტერნატივო იყო და ამ ცვლილებას შევიტანთ. ჩანაწერის მერვე პუნქტში, სადაც იყო სიტყვა მინიშნება, შეიცვლება სიტყვა ინფორმაციით, რომ აქ ვინმემ სპეკულაცია არ მოახერხოს. ასევე დაფინანსებასთან დაკავშირებით, როდესაც ახალგაზრდული მიმართულებით შიდა დაფინანსებები, შიდა გრანტები კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

მეგობარი ქვეყნებიდან წამოსული თანხით იყო დაფინანსებული ისფედი, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში პირველად, მაინცდამაინც საქართველოში, აქაც უნიკალური ქვეყანა ვართ, გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. საიდან იყო დაფინანსებული ისფედი. გამჭვირვალე არ ყოფილა. ამ შემთხვევაში, იქ ეწერა, რომ თუ ვინ აფინანსებდა, მაგრამ არ ვიცოდით, რას აფინანსებდა. მიზნობრიობა იყო არჩევნებზე დაკვირვება და ობიექტური შეფასების დადება და მათ გააყალბეს", - ამბობს მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები