"ოცნება" თავის დაწერილ ციფრებს უყურებს და ამით თავს იწყნარებს - ბოკუჩავა
"ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი პროცენტებს უყრუებდეს, რომელმაც ღიად აჩვენა, რომ მისი 12-წლიანი მმართველობის პერიოდში ფასები გაიზარდა და უმუშევრობის გამო საქართველო ასი ათასობით მოქალაქემ დატოვა, ისინი თავიანთ დაწერილ ციფრებს უყურებენ", - ამის შესახებ განცხადება ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
მისი თქმით, "ოცნება" პროპაგანდით არის დაკავებული, რომლითაც თავის დაწყნარებას ცდილობენ.
ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი იმ პროცენტს და ციფრებს უყურებდეს, რომლებიც ღიად აჩვენებს, რომ მისი 12 წლიანი მმართველობის განმავლობაში საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე გაზრდილი ფასების და უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდის, ისინი თავიანთი დაწერილი მანიპულირებული ციფრებით და პროპაგანდირებით არიან დაკავებულები რომლითაც ალბათ, მხოლოდ თავის დაწყნარებას ცდილობენ მაშინ, როდესაც ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არჩეული აქვს ცვლილებები და ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ამ ცვლილებების მოტანის საუკეთესო შესაძლებლობა.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.