სტუდენტების რეალურ ხმას გავაგონებთ ხელისუფლებას - ახალგაზრდები აქციისთვის ემზადებიან
ხელოვანები, მედიკოსები, სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები და ყველა, ვინც ფიქრობს, რომ "ოცნება" ქვეყანას ევროპას აშორებს, ისევ ქუჩაში გადის - ახალი საპროტესტო მუხტი 15 აპრილიდან აგრეგირდება. დაანონსებულ აქციას პარლამენტთან სტუდენტური მარშით შეუერთდებიან ახალგაზრდები.
სტუდენტების რეალურ ხმას გავაგონებ - უთხრეს დღეს სტუდენტებმა "ქართულ ოცნებას", რომლებმაც პარლამენტში დახურულ კაბინეტში თვითმმართველობის წევრები დაიბარეს და რუსული კანონის სიკეთეებზე ესაუბრებოდნენ.
სადღაც ჩაკეტილ ოთახში დაცვის თანდასწრებით კი ნუ ატარებენ შეხვედრებს, მოვიდნენ აქ, აუდიტორიებში ჩაატარონ შეხვედრები და მართლა სტუდენტებს მოუსმინონ და არა იმ ადამიანებს, რომელთა განწყობაც წინასწარ იციან"- თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა "პირველებთან".
"თუ შარშან ვერ მიიღეს პასუხი და ისევ გაბედეს რუსული კანონის შემობრუნება, საკადრისზე მეტ პასუხს გავცემთ წელს"- ამბობენ ახალგაზრდები.