მდინარაძემ რუსულ კანონსა და ამერიკულს შორის ტოლობის ნიშანი დასვა

11.04.24 15:55
მდინარაძემ რუსულ კანონსა და ამერიკულს შორის ტოლობის ნიშანი დასვა

"ქართულიი ოცნება" სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ - კობახიძე-ღარიბაშვილის თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ ამერიკასა და ევროპაში მოქმედი კანონებია რუსული და არა ის, რაც პარლამენტში 8 აპრილს დაარეგისტრირეს.

ამჯერად ასპარეზე დღეს ისევ მამუკა მდინარაძე გამოვიდა. 

ასეთი პასუხი აქვს ხელისუფლებას ამერიკის სენატში გაკეთებულ მწვავე განცხადებებსა და ელჩი დანიგანის გზავნილზე, რომლისგანაც კრიტიკას არ ელოდებოდნენ.

წნეხის მიუხედავაც "ოცნებაში" ამბობენ რომ უკან არ დაიხევენ და ამერიკელ გავლენიან სენატორების და ელჩის კრიტიკას არ მიიღებენ.

შარშან იყო პირდაპირი თარგმანი და ამას რუსული დაარქვეს და ეს არის გაცილებით არამკაცრი, მხოლოდ პრინციპის დონეზეა დატოვებული, რომ დეკლარაციას ავსებს. აგენტიც აღარ ჰქვია, იქ ამერიკულში "აგენტი" ჰქვია. დიახ, აღარ ჰგავს. სხვათაშორის, ამით რუსული და ამერიკული ძალიან ჰგავს ერთმანეთს - შეზღუდვებით, სიტყვა აგენტებით და ა.შ. ძალიან ევროპული კანონმდებლობა, ამერიკული და რუსული თუ გვინდა შევადაროთ ერთმანეთს, მათი ამ სულელური ლოგიკით ამერიკული და ევროპული ყოფილა რუსული. ჩვენ როდესაც ვისმენთ ამერიკის ელჩის კრიტიკას ამასთან დაკავშირებით, ამ კრიტიკას ჩვენ არ ვიღებთ", - აცხადებს მდინარაძე. 

მეექვსე გაფრთხილება ამერიკიდან - შტატებში ფიქრობენ, რომ რუსული კანონის ამოქმედებით საქართველო ისტორიულ შანს დაკარგავს. სადავო კანონი რუსულია და მისი ადგილი ევროპაში არ არის - აცხადებს USAD-ის ხელმძღვანელი. სამანტა პაუერმა, სენატორ ჯინ შაჰინის კითხვის საპასუხოდ, ოცნების ხელისუფლებას შემოუთვალა, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველში გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება, რაც დასავლეთთან ურთიერთობაში წყალგამყოფიი გახდება. კიდევ უფრო კრიტიკული იყო სენატორი ბენ კარდინი, რომელსაც არ დაუმალავს რომ რუსული კანონის შესახებ საკუთარი შეშფოთება დავით ზალკალიანსაც გაუზიარა, რომელიც ამერიკაში საქართველოს ელჩია. 

მსგავსი სიახლეები