"ქალბატონო შაჰინ, შეცდომაში ხართ შეყვანილი! დაგველაპარაკეთ" - ზარქუა

11.04.24 16:13
"ქალბატონო შაჰინ, შეცდომაში ხართ შეყვანილი! დაგველაპარაკეთ" - ზარქუა

უმწვავესი გზავნილები სენატიდან და გაფრთხილება "ოცნებას" - მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ამერიკელი სენატორები არასამთავრობოებმა შეიყვანეს შეცდომაში, ამიტომაც მათ ურჩევს, რომ პირადად "ოცნების" წევრებს დაელაპარაკონ.

ქალბატონო შაჰინ, თქვენი სახელმწიფო დიდი სახელმწიფოა, ოკეანის გაღმაა და მშვიდობიანად ცხოვრობთ უკვე რამდენი წელია. ჩვენი ქვეყანა პატარაა, თავისი გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, ბევრი სახელმწიფოს ინტერესების კვეთაშია, მათ შორის ჩრდილოეთიდან, ამიტომ გვჭირდება, რომ დავიცვათ ჩვენ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა რომ დავიცვათ უნდა ვიცოდეთ, აქ გავლენის, გამჭვირვალეობის ფონზე, ვინ რას აფინანსებს, რა მიზნით. მე მგონია, რომ ახლაც თქვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვინც ეს ინფორმაცია მოგიტანათ, როგორც სააკაშვილის თემაზე, თქვენით სარგებლობს. შეცდომაში ხართ შეყვანილი და გირჩევდით გაეცნოთ... დაგველაპარაკეთ", - აცხადებს ზარქუა.

მეექვსე გაფრთხილება ამერიკიდან - შტატებში ფიქრობენ, რომ რუსული კანონის ამოქმედებით საქართველო ისტორიულ შანს დაკარგავს. სადავო კანონი რუსულია და მისი ადგილი ევროპაში არ არის - აცხადებს USAD-ის ხელმძღვანელი. სამანტა პაუერმა, სენატორ ჯინ შაჰინის კითხვის საპასუხოდ, ოცნების ხელისუფლებას შემოუთვალა, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველში გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება, რაც დასავლეთთან ურთიერთობაში წყალგამყოფიი გახდება. კიდევ უფრო კრიტიკული იყო სენატორი ბენ კარდინი, რომელსაც არ დაუმალავს რომ რუსული კანონის შესახებ საკუთარი შეშფოთება დავით ზალკალიანსაც გაუზიარა, რომელიც ამერიკაში საქართველოს ელჩია. 

მსგავსი სიახლეები