გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო შეხვედრები სამეგრელოდან დაიწყო
გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო კამპანია სამეგრელოდან დაწყო, პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერი დილიდან სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
ექსპრემიერი წინასაარჩევნო კამპანიას მედიის მონაწილეობის გარეშე ატარებს. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი და ზუგდიდის ყოფილი მერიც იღებდნენ. ამ შეხვედრაზე გახარია ადგილობრივი არჩევნებთვის კანდიდატებს ათანხმებდა.
გიორგი გახარია სამეგრელოში რჩება. ხვალ ის პარტიის ფოთის ოფისს გახსნის.
პარტიის ბათუმისა და გორის ოფისები, რომლებიც გახარიამ რამდენიმე კვირის წინ გახსნა, იხურება, რადგან ფართის მფლობელებმა მას კონტრაქტი გაუწყვიტეს.