ზუგდიდის საკრებულოში ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება
ზუგდიდის საკრებულოში ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება. სხდომას უკვე მეორე კვირაა არც "ქართული ოცნება" და არც "ნაციონალური მოძრაობა" არ ესწრება.
ბოიკოტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრაქცია ენმ-ს სახელი გადაერქვა და “ახალი” დაერქვა. გარდა ამისა, მმართველმა ძალამ დაარეგისტრირა ინიციატივა გახარიას პარტიიდან საკრებულოს თავმჯდომარისა და კომოსიების ოპოზიციინერი ხელმძღვანელების გადაყენების შესახებ.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ზუგდიდის საკრებულოში შემოაქვთ განცხადება, რომ მათ სურთ გადააყენონ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული თანამდებობის პირები და დაიკავონ ეს თანამდებობები. მათ რომ არ ჰქონდეთ მხარდაჭერა "ნაციონალური მოძრაობის" ამას ისინი ვერ გაბედავდნენ და ვერ შემოიტანდნენ, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ხმები იმისათვის, რომ განახორციელონ ეს თაღლითური სქემა. დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ღიად და აშკარად თანამშრომლობს "ქართულ ოცნებასთან". როგორ გგონიათ, აქ შევუქმნით კომფორტს "ქართულ ოცნებას", რომელცი ყველანაირად ცდილობს ჩაშალოს ჩვენი გზა ევროპისკენ, გადაგვიხერგოს რუსული კანონით და შემდეგ აქ თავისუფლად შემოხვალთ, რა პასუხს გასცემთ თქვენ ამომრჩეველს", - ამბობს მაია კალანდია.