თუკი მეგობრები გვეტყვიან, ქართულად აღარ ილაპარაკოთ, ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ? - მდინარაძე
ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსულ კანონთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმაურება - "თუკი მეგობრები გვეტყვიან, ქართულად აღარ ილაპარაკოთ, უნდა შევწყვიტოთ?!"- თქვა მმართველი პარტიის ლიდერმა რობინ დანიგანის საპასუხოდ.
- ელჩმა გუშინ პირდაპირ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონი ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი არაა.
მამუკა მდინარაძე დღეს იმასაც ამტკიცებდა, რომ მათი კანონის ერთითარ "ამერიკული კანონის თარგმანი იყო".
არათუ ჰგავს, ერთი იყო თარგმანი პირდაპირ, რომელსაც დაარქვეს რუსული კანონი. ქალბატონ დანიგანს ამაზე არაფერი უთქვამს. ხომ არ მივიღოთ ის? მოდი, დააინიციირონ ჩვენმა ოპონენტებმა და პირდაპირ ის მივიღოთ. არ ვამბობ ირონიით, დააინიციირონ ამერიკული და პირდაპირ მივიღებთ. შარშან იყო თარგმანი პირდაპირი და რუსულს ეძახდით იმას და რა მნიშვნელობა აქვს", - თქვა მდინარაძემ.
"ოცნების" ლიდერის შეფასება მოჰყვა, დიპლომატის კომენტარის კიდევ ერთ ნაწილს, სადაც დანიგანმა თქვა, რომ იმ კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს, ოკუპანტი კი მიესალმება, ქართველებმა თავს უნდა ჰკითხონ, "არის თუ არა ის კარგი რამ მათი ქვეყნისთვის".
მამუკა მდინარაძე "უტრირებითა" და "ოდნავი დრამატიზებით" (მდინარაძის სიტყვები) თქვა:
„ქართულად ხომ ვლაპარაკობთ ჩვენ? და ხომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად, ვიდრე ვიარსებებთ, სამყარო სანამ იარსებებს? მე მგონია, რომ ქართულად უნდა ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ დრამატიზირებისა და უტრირებისთვის დიდი ბოდიში. თუკი ჩვენ მეგობრები გვეტყვიან, რომ, მოდი, თქვენ ქართულად აღარ ილაპარაკოთ და რუსები იტყვიან, კარგია, ესენი ქართულად რომ ლაპარაკობენ, ჩვენ ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ თუ უნდა გავაგრძელოთ?!“- დასძინა მან.