პრეზიდენტი: ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი და საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული
"თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი და საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული," - ეს განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გახსნაზე გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილმა მიმართა შეკრებილ ხელოვანებს და ხელოვნების თავისუფლებაზე ისაუბრა.
აქ თქვენთან ერთად თბილისში ჩნდება არაჩვეულებრივი თავისუფლების კერა და მე ვიტყოდი, რომ დღევანდელი საქართველოსთვის ეს თავისუფლების ნიავი, რომელიც აქ სუფევს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და კულტურა არის სხვა არაფერი თუი არა დიდი თავისუფლება. არ არსებობს ხელოვნება, არ არსებობს კულტურა იქ, სადაც თავისუფლება არ არსებობს. მე ვიცი, რომ თბილისი ყოველთვის იქნება მასპინძელი ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიებების იმიტომ, რომ თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი და საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.