საქართველოს მომავალი ევროპული უნდა იყოს და ძალიან გულდასაწყვეტია, თუ ვინმეს გარჩევა უჭირს მტერი ვინ არის - მხატვარი

11.04.24 17:10
საქართველოს მომავალი ევროპული უნდა იყოს და ძალიან გულდასაწყვეტია, თუ ვინმეს გარჩევა უჭირს მტერი ვინ არის - მხატვარი

"ერთაზროვანია ჩემი პოზიცია, რომ საქართველოს მომავალი ევროპული უნდა იყოს და ძალიან გულდასაწყვეტია, თუ ვინმეს გარჩევა უჭირს მტერი ვინ არის და სად არის ჩვენი გამოსავალი," - ამ განცხადებას "პირველებთან" მხატვარი თედო რეხვიაშვილი აკეთებს.

მხატვარი "ოცნების" ინიცირებული რუსული კანონის წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთისგან და რუსული გავლენებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. 

შარშან მე ვიყავი პროტესტებზე და ჩემს სათქმელს ჩემი ნამუშევრებით ვამბობ, სადაც გადახედილია საქართველოს ისტორიის ბოლო 40 წელი - ეს არის ის საბჭოთა პერიოდი, იმ ცხოვრების დანგრევის პერიოდიც და მერე როგორ გაართვა საქართველომ თავი თანამედროვე ცხოვრებას,“ - ამბობს თედო რეხვიაშვილი.

მსგავსი სიახლეები