"ოცნებას" თავისუფალი აზრის და ადამიანების ეშინია - სალომე ჯაში

11.04.24 17:16
"ოცნებას" თავისუფალი აზრის და ადამიანების ეშინია - სალომე ჯაში

„ქართულ ოცნებას, ალბათ, რისიც ეშინია ეს არის თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი აზრი“, - ამ განცხადებას „პირველებთან“ რეჟისორი სალომე ჯაში აკეთებს.

ჯაში, რომელიც „ოცნების“ ლიდერებმა „მოთვინიერების“ გამო გააკრიტიკეს, ამბობს, რომ მმართველ ძალას ხალხის და თავისუფალი აზრის ეშინია. სალომე ჯაშის თქმით, ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში რეჟისორებსაც უცხო ძალის გამტარებლად მოიხსენიებენ „ოცნების“ ლიდერები, რადგან კინოც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებს.

იმის გამო, რომ რაღაც ასე მოხდა, რომ კულტურაზე იყო დიდი შეტევა, ბევრი ადამიანია ხელოვნებაში, რომელიც თავისუფლად გამოხატავს თავის აზრს და როგორც ჩანს, ეს დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას, მაგრამ ეს არის ერთგვარი შიში - შიში თავისუფალი აზრის, შიში თავისუფალი მოქალაქეების. რუსული კანონი, რომელიც ახლა განიხილება, პირდაპირ შეეხება კინოს, ისევე  როგორც უამრავ სხვა სფეროს. კინოს შეეხება, რადგან ვინც კინოს ვაკეთებთ, ჩვენც არასამთავრობო ორგანიზაციები ვართ, დაფინანსების დიდი ნაწილი მოდის ევროპიდან კონტრპროდუქციის სახით და გამოვა, რომ ჩვენი კინო არის უცხო ძალის ინტერესის გამომხატველი,“ - ამბობს სალომე ჯაში.

სალომე ჯაში მისი ფილმის „მოთვინიერება“ გამო 19 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა. სალომე ჯაშის ვარაუდით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს ფილმი არ მოსწონთ ისაა, რომ ფილმი არ აჩვენებს, რომ ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკი ხალხს აჩუქა.
 

მსგავსი სიახლეები