პროტესტები უნდა გაგრძელდეს - ლევან ბუთხუზი
"დემოკრატიას სჭირდება ყოველდღიური დაცვა, იმიტომ, რომ როგორც კი მოდუნდები, იმ წუთში წამოგაჯდება თავზე ავტოკრატული რეჟიმი," - ამ განცხადებას "პირველებთან" ლევან ბუთხუზი აკეთებს.
როგორც ბუთხუზი ამბობს, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, მანამდე კი პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
პროტესტები უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ დემოკრატიას სჭირდება ყოველდღიური დაცვა, იმიტომ, რომ როგორც კი მოდუნდები, იმ წუთში წამოგაჯდება თავზე ავტოკრატული რეჟიმი, ამიტომ ამას ყოველდღიური დაცვა სჭირდება, ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ოქტომბერში ყველაფერი გამოჩნდება და იმედია, რომ ამ მთავრობას გავისტუმრებთ იქ, საიდანაც ის ვეღარ დაბრუნდება უმრავლესობაში,“ - ამბობს ლევან ბუთხუზი.