კუბილიუსი: თუ "აგენტების" კანონპროექტი იქნება მიღებული, "ოცნება" მაღალ პოზიციას დაიკავებს კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში

11.04.24 17:54
კუბილიუსი: თუ "აგენტების" კანონპროექტი იქნება მიღებული, "ოცნება" მაღალ პოზიციას დაიკავებს კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში

"თუ „აგენტების” კანონპროექტი იქნება მიღებული - “ქართული ოცნება” კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში მაღალ პოზიციას დაიკავებს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს.

კუბილიუსი "ქართული ოცნების" იმ ნაბიჯებს თვლის, რომელიც კრემლის სასარგებლოდ აქვს ხელისუფლებას გადადგმული.

თუ "კრემლინური აგენტები/ტესტი" მიღებული იქნება, საქართველოს მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" მაღალ პოზიციას დაიკავებს კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში - მხარს არ უჭერს უკრაინას, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი წარადგინა, ანტი-LGBT კანონის შემოთავაზებით გამოვიდა, და საქართველოს ერთადერთი ოლიგარქით იმართება, რომელსაც კრემლთან კავშირები გააჩნია," - წერს კუბილიუსი X-ზე.

მსგავსი სიახლეები