ჩიქოვანი: NATO-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით ისტორიულ პიკში ვართ
"NATO-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით ისტორიულ პიკში ვართ", - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მედიასთან გააკეთა.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა და NATO-ს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებზე, რაც, მისი განმარტებით, პრაქტიკულად, არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნია.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თანამშრომლობა კონკრეტულად გამოხატულია საერთო წვრთნებსა და საერთო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებს აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვვითარდებით და რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა იზრდება“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.