"ოცნების" მთავრობის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაა, თითქოს ეს აშშ-ის კანონებს ჰგავს - თორნტონი
""ოცნების" მთავრობის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაა, თითქოს ეს აშშ-ის კანონებს ჰგავს. ეს ასე არ არის," - ამ განცხადებას NDI-საქართველოს ყოფილი დირექტორი, ლორა თორნტონი ავრცელებს.
თორნტონი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონის აშშ-ში მიღებულ Fara-სთან შედარება არ შეიძლება.
ყველას, ვინც თვალს ადევნებს საქართველოს "უცხოელი აგენტების" კანონს, უნდა ესმოდეს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს რომ ის აშშ-ის კანონების მსგავსია. ეს ასე არ არის. ამერიკაში აგენტი არ არის ის ვინც იღებს უცხოურ ფულს, ეს არის ვინმე, ვინც მოქმედებს უცხო სახელმწიფოს დირექტივებით, როგორც მათი ლობისტი. აქ ნამდვილი კითხვაა, ვის თვლის საქართველოს მთავრობა მოკავშირედ ან მტრად. ამ კანონით ქართული ოცნება ცხადყოფს, რომ აშშ და ევროკავშირი მტრები არიან, რუსეთი - არა!!! " - წერს თორნტონი.