"ქართული ოცნება" სრულ იზოლაციაში - მეექვსე გაფრთხილება სენატიდან
"ქართული ოცნება" სრულ იზოლაციაში - მეექვსე გაფრთხილება სენატიდან. გავლენიანი სენატორები საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნებიან, რომ პუტინის სტილის კანონზე უარი უნდა თქვას. ეს არ არის მხოლოდ განცხადებები, მას თან ახლავს ქმედებებიც. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველმა პირმა ელჩ ზალკალიანს დაურეკა და გააფრთხილა,რომ დაუშვებელია იმ კანონის მიღება, რომელსაც ქვეყანა არასწორ გზაზე მიჰყავს.
თუმცა ასე არ ფიქრობენ ოცნებაში, საიდანაც ამერიკის სენატორებს შეუთვალეს, რომ რუსული არა მათ მიერ ინიცირებული პროექტია, არამედ ის რაც შტატებში მოქმედებს. ივანიშვილის გუნდი ჯერ უკან ნაბიჯის გადადგმას არც კი განიხილავს. მმართველი პარტია ახლა იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ რუსულ კანონს მათ გარდა კიდევ ჰყავს ქვეყანაში მხარდამჭერები. თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული შტატებმა უფრო მძლავრი მექანიზმი გამოიყენოს და დაანონსებული სანქციები აამოქმედოს.