ცესკოს დაკომპლექტება დაწყებულია - პრეზიდენტის დემარში და სოლიდარობა მესამე სექტორს

11.04.24 20:29
ცესკოს დაკომპლექტება დაწყებულია - პრეზიდენტის დემარში და  სოლიდარობა მესამე სექტორს

 

პრეზიდენტის დემარში და  სოლიდარობა მესამე სექტორს. ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატებთან გასაუბრებაზე სალომე ზურაბიშვილის წამომადგენლები დემონსტრაციულად არ მივიდა. ამ ფორმით პრეზიდენტმა იმ ორგანიზაციების მხარდაჭერა გამოხატა, რომლებსაც ხელისუფლება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად გამოცხადებას უპირებს. ზურაბიშვილთან ერთად კომისიის სხდომას ბოიკოტი რამდენიმე არასამთავრობომაც გამოუცხადა. 

"ოცნების" ფავორიტი უალტერნატივოა. გიორგი კალანდარიშვილს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე სიმბოლური კონკურენტიც კი არ ჰყავს. აღმოჩნდა, რომ კანდიდატებს არც სამოქალაქო პოზიცია გააჩნიათ და  რუსულ კანონზე კითხვებს არ პასუხობენ. პრეზიდენტის დემარშის მიუხედავად, კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს მწვანე შუქი აუნთო და სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა.

პრეზიდენტის დემარში - ხატია სამხარაძე დეტალებით