სანქცირებული ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებები სახელმწიფოს თითქმის 106 ათასი ევრო დაუჯდა
სანქცირებული ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებები სახელმწიფოს თითქმის 106 ათასი ევრო დაუჯდა. ეს თანხა იმ ადამიანებს გადაუხადეს, ვინც კლანის შეფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო დაზარალდნენ. მურუსიძის მიერ განხილულ ხუთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დაადგინა.ეს კიდევ ერთი დასტურია სამოქალაქო სექტორისთვის, თუ რატომ უნდა ჩააბარონ მოსამართლეებმა კეთილსინდისიერების ტესტი, მათ შორის მურუსიძემ, რომელიც ევრორეკომენდაციის შესრულებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.