ვინ ჭრის გზას ევროკავშირისკენ? - "ოცნებას" პროპაგანდა ჩამოუნგრიეს

11.04.24 20:25
ვინ ჭრის გზას ევროკავშირისკენ? - "ოცნებას" პროპაგანდა ჩამოუნგრიეს

 

რუსულმა კანონმა პარტნიორების დღის წესრიგი შეცვალა. ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა რეკომენდაციების შესრულებას უნდა უწევდნენ მონიტორინგს, რუსული კანონის გამო ხელისუფლების გაფრთხილების რეჟიმში არიან. ყველა თანხმდება, რომ ეს არის საფრთხე ქვეყნისთვის, რომელმაც შესაძლოა, საქართველო ევროკავშირთან არათუ მოლაპარაკებების ეტაპზე გადაიყვანოს, არამედ საწყის პოზიციაზე დააბრუნოს. ანუ, არ არის გამორიცხული ქვეყანა კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეს.

ეს არ არის არც ევროპული და არც ამერიკული - ეს კანონი არ არის კარგი. ამაზე მეტს ევროკავშირი საქართველოს ვერ ეტყვის. ევროგაერთიანების ელჩი და ევროკავშირის დელეგაცია მეორე დღეა ცდილობენ დაარწმუნონ ქართული ოცნება, რომ კანონი გაიწვიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები უმძიმესი იქნება ქვეყნისთვის. საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ უთხრეს, რომ თუ რუსული კანონპროექტი კანონად იქცევა, საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება უნდა დაივიწყოს.

 

ვინ ჭრის გზას ევროკავშირისკენ? - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები