წინ ევროპისკენ, ერთად ევროპისკენ! - ბურჭულაძის ინფორმაციით, ახალი გაერთიანება ყალიბდება

11.04.24 21:30
წინ ევროპისკენ, ერთად ევროპისკენ! - ბურჭულაძის ინფორმაციით, ახალი გაერთიანება ყალიბდება

“ვიცი, რომ ყალიბდება ერთი დიდი ძალიან კარგი გაერთიანება - ეს არის ზეპარტიული გაერთიანება - წინ ევროპისკენ, ერთად ევროპისკენ!” - ამ განცხადებას “რეაქციაში” პაატა ბურჭულაძე აკეთებს.

ბურჭულაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ გაერთიანებაზე, სადაც იქნებიან როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

ახალი გაერთიანების სახელწოდება - "წინ ევროპისკენ, ერთად ევროპისკენ" იქნება. 

ჩემთანაც იყვნენ წარმომადგენლები, სადაც შევლენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ცნობადი სახეები და ახალგაზრდები და არასამთავრობოებიდანაც შეიძლება ვინმე შემოვიდეს. მე მის მხარდამჭერად ვიქნები. ზეპარტიული გაერთიანება - ერთად, წინ ევროპისკენ. სულ ყველას წარმომადგენელი უნდა იყოს ამაში, გარდა იმისა, რომ ლელო ცალკე გამოვა, ენმ, ახალი ცალკე გამოვა, ლეიბორისტები, ასეთი იდეაა, რომ მისცენ მათ, ამ ორგანიზაციას თავისი წარმომადგენლები - ჩემი აზრით, ძლიერი გაერთიანება იქნება,” - ამბობს ბურჭულაძე.

მსგავსი სიახლეები