დღეს რომ დაარსებულიყო ფონდი იავნანა, შეძლებდა რამის გაკეთებას? ვერა. თურმე რა ფონდზეა საუბარი, საქართველოს რა დღეში აგდებენ - ბურჭულაძე
"დღეს რომ დაარსებულიყო ფონდი იავნანა, შეძლებდა რამის გაკეთებას? ვერა, იმიტომ, რომ გაგლეჯილია ხალხი, ვერ შევკრებდი ვერაფრით," - ამ განცხადებას "რეაქციაში" მსოფლიო ბანი აკეთებს.
პაატა ბურჭულაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საზოგადოება გახლეჩილია, პოლარიზაცია მაღალ ნიშნულზეა.
დღეს რომ დაარსებულიყო მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა - შევძლებდით ამას? ხალხი არ გაერთიანდებოდა, დღეს არის ხალხი გახლეჩილი. მაშინ მეწყინა, ფონდ იავნანას როგორ აკადრეს, თურმე რა ფონდზეა საუბარი, საქართველოს რა დღეში აგდებენ,” - ამბობს ბურჭულაძე.