რა უნდა გაეკეთებინა გომელაურს? - ასი ათასობით პოლიციელი არ გვყავს - ღუდუშაური
"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური, ამბობს, რომ 5-6 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა.
ასეთი მასშტაბის აგრესია მედიის წინააღმდეგ სრულიად წარმოუდგენელი იყო. ქართულ პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს რა უნდა გაეკეთებინა? - ოღონდაც დავფიქრდეთ! პასუხისმგებლობით ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. უნდა გამოეყვანა ასი ათასობით პოლიციელი, რომელიც საქართველოს არ ჰყავს და მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა განელაგებინა? - განაცხადა დეპუტატმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი 5-6 ივლისის მძიმე მოვლენების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა და თქვა, რომ "პოლიციამ რისი საშუალებაც ჰქონდა, ყველაფერი გააკეთა".