"ონების" პროპაგანდა ჩავარდა - მსახიობებმა პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ ამჯერად ზესტაფონში გამოთქვეს (ვიდეო)

12.04.24 00:21
"ონების" პროპაგანდა ჩავარდა - მსახიობებმა პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ ამჯერად ზესტაფონში გამოთქვეს (ვიდეო)

 

 

"ქართული ონების" პროპაგანდამ შედეგი ვერ გამოიღო, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებმა პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ ამჯერად ზესტაფონში გასტროლების დროს გამოთქვეს. 

სცენაზე დავით დოიაშვილი გამოვიდა, რომელმაც სპექტაკლი ფრაზით - არა რუსულ კანონს! დაასრულა, რასაც დარბაზიდან ტაში მოჰყვა. 

"საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“  -  ამ სიტყვებით დაამთავრეს რამდენიმე დღის წინ სპექტაკლი „მეფე ლირი“  მუსკომედიის თეატრის  მსახიობებმა თბილისშიც. არტისტების ნაბიჯს მაშინაც დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა. 

 „ის ერთი კაცი" - ასე მოიხსენიეს მსახიობებმა ბიძინა ივანიშვილი

"ოცნების" რუსული კანონი გააპროტესტეს სახელოვნებო კომპანიაში "ღია სივრცე. მსახიობებმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ პლაკატი წარწერით "არა რუსულ კანონს" გამოიტანეს. 

მსგავსი სიახლეები