ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!

12.04.24 10:39
ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიდის - ისინი შეწყალების მოთხოვნაზე განაცხადს შეიტანენ.

ლაზარეს ოჯახის პოზიცია მარტის აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდის დედამ თამთა კალანდაძემ საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც მან აღნიშნა, ოჯახი ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისვლას გეგმავს.

ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა. მის ნამუსზე იყოს ის, რაც გააკეთა და წინ დახვდეს ყველა ის კეთილი საქმე, რაც გაუკეთებია ჩვენს მოსამართლეს. აქედან მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მერე შევთანხმდებით და მივმართავთ ყველა ინსტანციას!“ - განაცხადა თამთა კალანდაძემ.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე  ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. სხდომას ლაზარე გრიგორიადისიც ესწრებოდა.

რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)
 

მსგავსი სიახლეები