"ამას შეიძლება, ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი ჰქონდეს" - ვოლსკი პრეზიდენტის მიერ ლაზარეს შეწყალებას არ გამორიცხავს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილისთვის „პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება“
ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ჯგუფშია, სადაც ახალგაზრდა აქტივისტი ეროვნულ გმირადაა შერაცხული.
„არც შეწყალებას გამოვრიცხავ. ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება ამას ჰქონდეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი მორალური მუხრუჭია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტრენდი არსებობს და მის შემქმნელებს შორის მოიაზრება სალომე ზურაბიშვილიც. ეს უკვე ფაქტია და ტრენდია, რომ ასეთი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ცეცხლი წაუკიდოს და მეორე ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში. ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი. მისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება, რომ ამ შეწყალებას ხელი მოაწეროს. ეს შეიძლება გამოდგეს მხოლოდ მუხრუჭად
სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ. მეცოდება ყველა, ვისაც რამეს მიუსჯიან, მაგრამ პოლიტიკურ ჭრილში აშკარაა, რა გვიდევს ზედაპირზე, საზოგადოებამ საიდან უნდა გააკეთოს თავისი დასკვნა. არიან ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, როდესაც ცოცხალ ადამიანს ნებისმიერ გარემოებაში წვავ და სიკვდილს უპირებ და მეორენი, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება, მითუმეტეს თუ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და სისხლი დაიღვარა”, - განაცხადა ვოლსკიმ.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. სხდომას ლაზარე გრიგორიადისიც ესწრებოდა.
რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)