კობახიძე-შოლცის შეხვედრის მოლოდინში - ვოლსკი ამტკიცებს, რომ პრემიერს "თავის სამართლებელი" არაფერი აქვს

12.04.24 12:21
კობახიძე-შოლცის შეხვედრის მოლოდინში - ვოლსკი ამტკიცებს, რომ პრემიერს "თავის სამართლებელი" არაფერი აქვს

ირაკლი კობახიძეს მძიმე დღე ელოდება. პრემიერ-მინისტრი დღეს შეხვედრებს გერმანიაში იწყებს.

"ოცნების" წევრი გია ვოლსკი ირწმუნება, რომ ირაკლი კობახიძეს ოლაფ შოლცთან და გერმანელ დიპლომატებთნ თავის სამართლებელი არაფერი აქვს.

არაფერი თავის სამართლებელი არ არის. არის საკითხები, სადაც გერმანიას გააჩნია თავის პრინციპული პოზიცია, იგივე უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც მათი პოზიციები არ არის თავსებადი ვთქვათ, შტატების პოზიციასთან, უფრო მეტს ითხოვენ გერმანიისგან. თავის მართლებად მიაჩნიათ ქედის მოხრის, ცალ ფეხზე დადგომის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური არსებობის მთავარ პრინციპად", - ამბობს კობახიძე.

ბერლინში კობახიძე რუსული კანონის ხელმეორედ გაცოცხლების და მისი მიღების მეორე მცდელობის პროცესში წავიდა. ცნობილია შოლცის კაბინეტის პოზიციაც. გერმანიაში ფიქრობენ, რომ სადავო კანონის მიღებით საქართველოო ევროკავშირის წევრობის შანსით გარისკავს. ამ ხისტი და მკაცი გამაფრთხილებელი სიგნალების ფონზე, კობახიძეს პირადად გერმანიის კანცელისთვის მოუწევს იმის ახსნა, რატომ გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ" იმ კანონის უკან შემობრუნება, რომლის პროევროპულობისაც ევროპაში არავის სჯერა და გადაჭრით ამბობენ, რომ ეს კანონი არის რუსული და საქართველოსთვის დამღუპველი შედეგი ექნება. შოლცისა და კობახიძისს შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილიაა პრესკონფერენციაც.

მსგავსი სიახლეები