ილიაუნის ლექტორის მკვლელობის საქმე - საქართველომ სტრასბურგში დავა წააგო

08.07.21 18:00
ილიაუნის ლექტორის მკვლელობის საქმე - საქართველომ სტრასბურგში დავა წააგო

სახელმწიფომ ვერ დაიცვა ქალი გენდერული ძალადობისგან -  ასეთია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ილიაუნის უნივერსიტეტის ლექტორის, მარიკა წივწივაძის, მკვლელობის საქმეზე.

მოსარჩელე მხარე სტარსბურგის სასამართლოში მოკლული ლექტორის დედა, თალიკო თხელიძე, იყო.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მეორე მუხლი, სიცოცხლის უფლება და მე-14 მუხლი, დისკრიმინაციის უფლება. სტრასბურგის გადაწყვეტილებით,  საქართველოს მოსარჩელისთვის 35 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. 

სასამართლომ დაადგინა, პოლიციას უნდა სცოდნოდა, რომ მოსარჩელის შვილი საფრთხეში იყო. დაცვის სხვადასხვა ღონისძიების არსებობის მიუხედავად, რომლის მიღებაც მათ შეეძლოთ, ვერ შეძლეს ქალის დაცვა გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციის უმოქმედობა შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც სისტემური ჩავარდნა. არსებობდა იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება, იდგა, თუ არა პოლიციის უმოქმედობის უკან გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია", — ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

2014 წლის 17 ოქტომბერს მარიკა წივწივაძე მისმა ყოფილმა ქმარმა, ლაშა მაღრაძემ სამსახურში, ილიაუნიში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

გარადაცვლილი ლექტორის ოჯახის ინტერესებს ორგანიზაცია ,,საფარი" იცავდა.

 

მსგავსი სიახლეები