ლაზარე იმსახურებს თავისუფლებას - ლაზარეს ბაბუის მიმართვა პრეზიდენტს
"დიდი თხოვნა მექნება პრეზიდენტთან, რომ შეისწავლოს ლაზარეს საქმე იმსახურებს, იმსახურებს თავისუფლებას, ლაზარე არ უნდა იჯდეს ციხეში," - ამ განცხადებას "პირველებთან" ლაზარეს ბაბუა აკეთებს.
გია კალანდაძე პრეზიდენტს შვილიშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.
იმედს ვიტოვებ, რომ ლაზარე გარეთ იქნება და ყველა არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ყოველთვის იდგება ლაზარე, სადაც უნდა იდგეს და სადაც აქამდე იდგა. დიდი თხოვნა მექნება პრეზიდენტთან, რომ შეისწავლოს ლაზარეს საქმე იმსახურებს, იმსახურებს თავისუფლებას, ლაზარე არ უნდა იჯდეს ციხეში,“ - ამბობს ლაზარეს ბაბუა.