15 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ ჩანიშნულ აქციას ილიაუნის სტუდენტებიც შეუერთდებიან

12.04.24 13:10
15 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ ჩანიშნულ აქციას ილიაუნის სტუდენტებიც შეუერთდებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტთან 15 აპრილს ჩანიშნულ აქციას შეუერთდებიან. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორები წერენ. ამ დღეს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენები იწყება. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას 11:00 საათზე დაიწყებენ. კიდევ ერთი მსვლელობა 12:00 საათიდან დაიწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან.

15 აპრილს, 11 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვერთიანდებით რუსული კანონის წინააღმდეგ. მსვლელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი.

15 აპრილს იურიდიული კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას და სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიზაციას", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

მსგავსი სიახლეები