"ოცნებამ" იცის, რომ რუსული კანონის მიეღებით შესაძლოა, EU-ში გაწევრიანების ფანჯარა დაიხუროს - დეკანოიძე

12.04.24 13:32
"ოცნებამ" იცის, რომ რუსული კანონის მიეღებით შესაძლოა, EU-ში გაწევრიანების ფანჯარა დაიხუროს - დეკანოიძე

"ოცნებამ" იცის, რომ რუსული კანონის მიეღებით შესაძლოა, EU-ში გაწევრიანების ფანჯარა დაიხუროს, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე საუბრობს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი საქართველოს ეროვნული ინტერესის მიზანმიმართული საბოტაჟია. 

ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირს და მე ვფიქრობ, დიდი დრო აღარ დარჩა მანამდე, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობის ლიდერიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოდის ბიძინა ივანიშვილის სახელით და არა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, იტყვის იგივეს. ანუ ამ კანონმდებლობის მიხედვით მათ იციან, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ფანჯარა შეიძლება დაიხუროს, მაგრამ მაინც იგივეს აკეთებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი საქართველოს ეროვნული ინტერესების, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები