ედო ჯავახიძე: ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს მოჰყვება ადეკვატური რეაქცია ახალგაზრდებისგან
"როდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, მოსალოდნელია მისგან რუსული კანონებიც და ამ კანონის დამგმობი ახალგაზრდების ციხეში გაშვებაც", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა, ედო ჯავახიძემ ლაზარე გრიგორიადისის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამას მოჰყვება ადეკვატური რეაქცია ახალგაზრდებისგან.
„ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი მაგალითების არსებობას, ჩვენ არ დავუშვებთ ამ ხელისუფლების ხელისუფლებაში დარჩენას. როდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, მოსალოდნელია მისგან რუსული კანონებიც და ამ კანონის გამპროტესტებელი ახალგაზრდების ციხეშიც გაშვება,“ - განაცხადა ედო ჯავახიძემ.