პაპუაშვილი პრეზიდენტს პროცედურების მიმართ დესტრუქციულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს
პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი იერიში პრეზიდენტზე - შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილს პროცედურების მიმართ დესტრუქციულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
პაპუაშვილით თქმით, პრეზიდენტის ეს დამოკიდებულება კარად გამოჩნდა ცესკოს შესარჩევ კომისიაში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების არ მონაწილეობით.
ქალბატონი სალომეს წარმომადგენელი იყო ცესკოს შესარჩევ კომისიაში, რომელმაც შემდგომ აღარ მიიღო მონაწილეობა კომისიის განხილვებში, რაც აჩვენებს, ზოგადად, ქალბატონი სალომეს დესტრუქციულ დამოკიდებულებას პროცედურების მიმართ,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შესარჩევ კომისიის შექმნასაც და თქვა, რომ აქაც კარგად გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება.
„რაც შეეხება, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას, აქაც გამოჩნდა თუ როგორ ხედავს ის, ზოგადად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, როლს და მნიშვნელობას სახელმწიფოსთვის და ამიტომ ეს გადაწყვეტილებაც მგონი, ამ ფარგლებში არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის რამდენიმე წევრმა საბჭო დატოვა, იმ მომენტში და იმ სახით, როგორც ეს მოხდა - ეს, რა თქმა უნდა, არ იყო სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ამ მხრივ, გარკვეულ კითხვებს იწვევს მათი მონაწილეობა კომისიაში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის დემარში და სოლიდარობა მესამე სექტორს. ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატებთან გასაუბრებაზე სალომე ზურაბიშვილის წამომადგენლები დემონსტრაციულად არ მიიღო მონაწილეობა. ამ ფორმით პრეზიდენტმა იმ ორგანიზაციების მხარდაჭერა გამოხატა, რომლებსაც ხელისუფლება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად გამოცხადებას უპირებს. ზურაბიშვილთან ერთად კომისიის სხდომას ბოიკოტი რამდენიმე არასამთავრობომაც გამოუცხადა.