ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია. ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია! - IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობა

12.04.24 14:32
ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია. ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია! - IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობა

"რა თქმა უნდა, კვლავ მტკიცედ ვამბობთ - "არა რუსულ კანონს" - წერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. განცხადებაში სტუდენტები მოუწოდებენ ყველას, რომ შეუერთდნენ პროტესტს. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, რა თქმა უნდა, კვლავ მტკიცედ ამბობს - "არა რუსულ კანონს".

ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობასა და სტუდენტური ძალის მნიშვნელობას, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ და ერთად შევუერთდეთ პროტესტს. ერთად ვებძოლოთ ყველაფერს, რაც ევროპულ გზაზე სვლაში მავნებლურად გვიშლის ხელს.

საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მოგვიანებით მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას.

თითიეულ ჩვენგანს, ბოლომდე გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია. ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია !

#არარუსულკანონს #კიევროპას - წერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები