გერმანიაში ჩასული კობახიძე შოლცმა რუსული კანონის გამო ღიად და პირდაპირ გააკრიტიკა
იმედი მაქვს, ამ კანონს ისევ უკან გაიწვევთ - გერმანიაში ჩასული ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცმა რუსული კანონის გამო ღიად გააკრიტიკა.
გემანიის კანცლერმა ერთობლივ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერს პირდაპირ უთხრა, რომ უკმაყოფილოა რუსული კანონის უკან შემობრუნებით და იქვე აღნიშნა, რომ კანონპროექტი ზუსტად შარშანდელის ანალოგია.
შოლცმა თქვა, რომ კობახიძესთან პირად საუბრებში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას.
ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს.
ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის", - განაცხადა შოლცმა.