მნიშვნელოვანია, მომავალი არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს - შოლცმა "ოცნებას" რეფორმები შეახსენა
გერმანიის კანცლერმა "ოცნების" ხელისუფლებას რეფორმები კიდევ ერთხელ შეახსენა და პირდაპირ უთხრა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია მისი შესრულება.
ოლაფ შოლცმა კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერს უთხრა, რომ 2024 წლის არჩევნები ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად მთავარი ტესტი იქნება და აუცილებელია, რომ ის სამართლიანად ჩატარდეს.
უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა, ასევე საპარლამენტო დარგში რეფორმა, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალ არჩევნებს და აუცილებელია, რომ ის სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის განვითარების შემდეგი პროცესისთვის. სანდო პარტნიორი რჩება. ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულები მომავალშიც მხარს დავუჭერთ". - განაცხადა შოლცმა.