კობახიძე შოლცს: იმედი გვაქვს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს

12.04.24 15:59
კობახიძე შოლცს: იმედი გვაქვს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს

"ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმათა პროცესს და ვაკეთებთ ამას ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციის ფარგლებში," - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.

პრემიერი კანცლერთან ამტკიცებდა, რომ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს ასრულებს და იმედოვნებს, რომ "საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს".

მე დავუდასტურე ფედერალურ კანცლერს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული  ღირებულებისათვის. საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება და ისე, რომ როგორც კანცლერმა 2 წლის წინ ძალიან სწორად აღნიშნა, ევროკავშირისა, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმათა პროცესს და ვაკეთებთ ამას ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციის ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს, - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები