"არ უნდა შევარჩინოთ!" - ორშაბათს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ხელოვანებიც შეუერთდებიან
15 აპრილი 10:00 საათი - რუსული კანონის გასაპროტესტებლად ემზადებიან ხელოვანებიც. ორშაბათს, იმ დროს, როცა საკანონდემბლო ორგანოში "ოცნება" საფრთხის შემცველი კანონის განხილვას თავიდან დაიწყებს, ქუჩიდან ამავე კანონის მოწინააღმდეგე ადამიანები მმართველ პარტიას შეახსენებენ, რომ მათი არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი.
მხატვარი გია ბუღაძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება ადამიანებს, ფაქტობრივად, მოქალაქეობის და ადამიანობის უფლებას ართმევს და ეს არ უნდა შერჩეთ.
მათი შიშის წყარო ბევრად უფრო მტკივნეულია, მათი შიშის განცდა ბევრად უფრო მძაფრია, ამიტომ მათ უფრო ეშინიათ ჩვენი, ვიდრე ჩენ უნდა შეგვეშინდეს მათი. აუცილებლად უნდა გავიდეთ. ილაპარკონ, რომ „თქვენს პროფესიას მიხედეთ“, მოცეკვავემ იცეკვოს, მომღერალმა იმღეროს, გეგონება ადამიანი და თავის პროფესია ცალ-ცალკეა და მოქალაქე არ არის. პროფესიონალი მხატვარი ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოქალაქეც არის. პროფესიონალი მომღერალი მოქალაქეა და მერე მომღერალი. ე.ი. მოქალაქეობას გვართმევენ, ფაქტობრივად, ადამიანობას გვართმევენ და არ უნდა შევარჩინოთ. გაცნობიერებული მაქვს, რომ „მე რუსი არ ვარ“ არც მენტალურად, არც ცნობიერებით, არც ტრადიციით, არც ხედვით და რატომ მტენი ამ რუსულ კანონს?, - ამბობს გია ბუღაძე.
აქციას მისვლას გეგმავ მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძეც.
მაინც გვეგონა, რომ კეთილსინდისიერებას ჰქონდათ სადღაც დარჩენილი, იმიტომ, რომ დაგვპირდნენ, რომ ასე იქნება, აღარასდროს შემობრუნდება ეს კანონიო, მაგრამ კი, ბატონო, რადგან ასეა, რა თქმა უნდა, გამოიწვია ამ ყველაფერმა პროტესტი და იქ, სადაც არიან ჩემი სისხლი და ხორცი მოქალაქეები, ადამიანები, ვინც ამას ჯანსაღად აპროტესტებს, მე, რა თქმა უნდა, იქ ვიქნები, - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.