ამ კანონპროექტს "ოცნება" განიხილავს, როგორც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას, ისინი საერთოდ არ ღელავენ ქვეყნის ინტერესზე - ჭიაბერაშვილი

12.04.24 16:13
ამ კანონპროექტს "ოცნება" განიხილავს, როგორც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას, ისინი საერთოდ არ ღელავენ ქვეყნის ინტერესზე - ჭიაბერაშვილი

„ამ კანონპროექტს ქართული ოცნება განიხილავს, როგორც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას, ისინი საერთოდ არ ღელავენ ქვეყნის ინტერესზე," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ეხებოდა ყველანაირ გაერთიანებაზე უარის თქმას.

ამ კანონპროექტს ქართული ოცნება განიხილავს როგორც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას, ისინი საერთოდ არ ღელავენ ქვეყნის ინტერესზე. მაშინ როდესაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები მკაფიოდ გვეუბნება, რომ ამ კანონის მიღება ნიშნავს საქართველოს ევროპული პერსპექტივის გაუქმებას. ამიტომ ჩვენს ეროვნულ ინტერესშია, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული. ამ კანონს იწონებს მხოლოდ კრემლი, მხოლოდ პუტინის მარჯვენა ხელი პესკოვი, ხოლო ამ კანონის არ მიღებას გვირჩევს ყველა დანარჩენი საქართველოს ნამდვილი მეგობარი. 
ქართული ოცნების მხრიდან ერთ სიბრტყეზე დაყენება რუსეთისა და ევროპის, ეს ნათლად ავლენს თუ ვის და რას ემსახურება ეს ხელისუფლება. ზუსტად ეს არის ის ტესტი, რომელიც ნამდვილად აჩვენებს რომ ეს კანონი რუსულია," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები