შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე, არის თუ არა „ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული კანონი რუსული - ჭიაბერაშვილი

12.04.24 16:18
შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე, არის თუ არა „ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული კანონი რუსული - ჭიაბერაშვილი

„კანცლერმა შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული კანონი რუსული. მან მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს და რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული,“- ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

ჭიაბერაშვილის თქმით, კობახიძისა და შოლცის ერთობლივი პრესკონფერენციიდან ცხადი გახდა, რომ ეს კანონი ევროპული არ არის, არ აქვს ევროკავშირს.

გერმანიის პოზიცია გადამწყვეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დღეს, კანცლერმა შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული კანონი რუსული. შოლცმა მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს და თქვა, რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული. შესაბამისად, ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, საქართველოს ეროვნული ინტერესი, ევროკავშირი, შეერთებული შტატები და მეორე მხარეს დგას „ქართული ოცნება“, კობახიძე, ივანიშვილი, პაპუაშვილი და არჩევანი არასოდეს ისე მკაფიო ქართველი ხალხისთვის ისე არ ყოფილა, როგორც დღეს. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რუსულ კანონს და ამ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ თუ გვინდა გავაგრძელოთ მსვლელობა ევროკავშირის წევრობის გზაზე.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები