MONA.GE-ს სიას ლაზარეს საქმის მოსამართლე და პროკურორი დაემატა

12.04.24 16:29
MONA.GE-ს სიას ლაზარეს საქმის მოსამართლე და პროკურორი დაემატა

MONA.GE-ს სიას ლაზარეს საქმის მოსამართლე და პროკურორი დაემატა. შავ სიაში შევიდა ასევე საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე.

რუსული კანონის პროტესტის საქმეზე პროკურატურას არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ წარუდგენია, თუმცა მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე შარაძე 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დანიშნეს. მოსამართლე ზვიად შარაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს. სწორედ შარაძე იყო ის მოსამართლე, რომელმაც დაცვის მხარეს სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე უარი უთხრა. შარაძემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე",- წერია "გორჩი- მეტი თავისუფლების და "დროას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება საქმის პროკურორს, პარტიების გავრცელებულიინფორმაციის თანახმად, ხელისუფებამ ლაზარე გრიგორიადისი უსამართლოდ და მტკიცებულებების გარეშე სწორედ თამარ იკოაბიძის ხელით დასაჯა. 

არ არსებობს ვიდეოტმკიცებლება, სადაც ლაზარე მოლოტოვის კოქტეულს ისვრის, ლაზარე ვერ ამოიცნეს ექსპერტებმა. ლაზარეს წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ პოლიციელების ჩვენება, რომლებსაც მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, რომ დანაშაულის მომენტში დამნაშავე დაინახეს, როცა ეს ხელისუფლებას დასჭირდა. ასევე, მათ ლაზარეს აღწერისას არ ახსენეს მთავარი მახასიათებელი - ტატუ თვალებთან, რადგან მათ ლაზარე უშუალოდ არ უნახავთ და ის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი ფოტოდან ამოიცნეს. ნათელია, რომ საქმე გაყალბებულიც კი არაა, „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ სურდა მარტის აქციების გამო ვინმეს დასჯა, ამოარჩია ლაზარე და სამაგალითოდ, 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ეს პროკურორ თამარ იაკობიძის ხელით გააკეთა. სწორედ იაკობიძე წარმოადგენდა პროკურატურის პოზიციას სასამართლოში". 

მსგავსი სიახლეები