კობახიძე-შოლცის შეხვედრა - მთავრობის ოფიციალური განცხადება და არცერთი სიტყვა კანცლერის მკაცრ გზავნილებზე

12.04.24 16:33
კობახიძე-შოლცის შეხვედრა - მთავრობის ოფიციალური განცხადება და არცერთი სიტყვა კანცლერის მკაცრ გზავნილებზე

საქართველოს მთავრობა ირაკლი კობახიძის ოლაფ შოლცთან შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს.

მთავრობის განცხადებაში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმ კრიტიკის შესახებ, რომელიც გერმანიის კანცლერმა კობახიძე რამდენიმე წუთის წინ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პირდაპირ უთხრა და რუსული კანონის შემობრუნების შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა.

მთავრობა მხოლოდ იმას იტყობინება, რომ ირაკლი კობახიძემ შოლცს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. 
გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. 
პრემიერ-მინისტრმა ფედერალურ კანცლერს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, როგორც ახალ ეტაპს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. 
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. 
ფედერალურმა კანცლერმა დაადასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
საუბარი ასევე შეეხო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთადერთი, რასაც კანონი ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროებაა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. 
საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, სამართალდაცვით, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებულ პოზიტიურ თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. 
ირაკლი კობახიძემ ოლაფ შოლცი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია", - წერია განცხადებაში.

კობახიძე-შოლცის წინააღმდეგ - პრესკონფერენცია, რომელიც ხელისიფლებისთვის ახალ თავისტკივილად იქცა. კანონს, რომელსაც "ოცნება" ევროპულად ასაღებს, გერმანიის კანცლერმა პირდაპირ თქვა, რომ ევროპულთან საერთო არაფერი აქვს.  გერმანის პირველმა პირმა, კობახიძის თანდასწრებით, საქართველოს ხელისუფლებას შემოუთავალა, რომ საშიშ კანონზე უარი თქვან, გაიზიარონ კრიტიკა და მოუსმინონ ხალხს, ვინც ირჩევს ევროპას. კობახიძეშოლცის ამ განცხადებებმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა უკან მაინც არ დაიხია და ევროპაში დაბადებულ გერმანელ პოლიტიკოსის, ქართველი პრემიერი უმტკიცებდა, რომ რუსული კანონი რუსული კი არა ევროპულია. კობახიძეს დღეს იმის ახნაც მოუწია უცხოელი ჟურნალისტებისთვის, რატომ არ ესმისს საქართველოს ხელისუფლებას პარტნიორების მოწოდებების.
 

მსგავსი სიახლეები