რა ქონება დამალა ლაზარეს საქმის მოსამართლემ და რა საჩუქრები მიიღო მშობლებისგან - TI ინფორმაციას ავრცელებს

12.04.24 16:41
რა ქონება დამალა ლაზარეს საქმის მოსამართლემ და რა საჩუქრები მიიღო მშობლებისგან - TI ინფორმაციას ავრცელებს

მოსამართლე ზვიად შარაძემ დეკლარაციებში მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - ამ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

ზვიად შარაძე 2020 წელს განიხილავდა კარტოგრაფების საქმესაც. TI-ის თქმით, სწორედ 2020 წელს დაადეკლარირა მან მსხვილი საჩუქრის მიღება მშობლებისგან, ხოლო მისმა მეუღლემ  4 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა. 

საჩუქრები მშობლებისგან: ზვიად შარაძემ და მისმა მეუღლემ 7 წლის განმავლობაში მშობლებისგან საჩუქრად 120 000 ლარზე მეტი მიიღეს. აქედან 108 129 ლარი ზვიად შარაძემ 2019 წელს, თელავის რაიონული სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოსვლის შემდეგ მიიღო.

დამალული უძრავი ქონება: ზვიად შარაძე მის ბოლო 3 დეკლარაციაში არ უთითებს მეუღლის უძრავ ქონებას, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში არსებულ 10,425 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს:

1,700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი
3,790 კვ.მ. მიწის ნაკვეთი
1,699 კვ.მ. მიწის ნაკვეთი
3,236 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით
დამალული უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მსხვილი საჩუქრის მიღების თარიღი საეჭვოდ ემთხვევა ზვიად შარაძის მიერ 2020 წელს კარტოგრაფების პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მოსამართლეობას," - წერს TI.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები